Refund policy

დაბრუნებისა და ანაზღაურების წესები:

გმადლობთ, რომ არჩევანი ჩვენზე გააკეთეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კმაყოფილება და ჩვენი პროდუქციის ხარისხი. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ დაბრუნებისა და ანაზღაურების პირობებს შეკვეთამდე.

დაბრუნების პირობები

ჩვენი პროდუქცია არის ინდივიდუალურად დამზადებული, რის გამოც დაბრუნება ხდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

  • დაზიანებული ან დეფექტური პროდუქტი: თუ მიღებული ნივთი არის დაზიანებული ან აქვს ქარხნული დეფექტი, შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი დაბრუნება ან ანაზღაურება. ამისთვის აუცილებელია, რომ ნივთის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში მოგვაწოდოთ დამადასტურებელი ფოტო ან ვიდეო მტკიცებულება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vistviss@gmail.com.

  • გადამოწმების შემდეგ, ჩვენი გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას — ნივთის ჩანაცვლების ან თანხის დაბრუნების შესახებ. Vistviss საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელი ნივთის უკან წაღებას თბილისის ტერიტორიაზე

შემთხვევები, როდესაც პროდუქტი არ ბრუნდება:

დაბრუნება არ ხდება შემდეგ შემთხვევებში:

  • ზომის შეუსაბამობა: თითოეულ პროდუქტს აღწერაში აქვს ზუსტი ზომების ცხრილი. გთხოვთ, ყურადღებით შეამოწმოთ ზომები შეკვეთის დადასტურებამდე. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას არასწორად შერჩეულ ზომაზე და შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში ნივთის დაბრუნება ვერ მოხერხდება.

  • აზრის შეცვლა: თუ შეკვეთის შემდეგ გადაიფიქრეთ ან ნივთი უბრალოდ აღარ გსურთ, ნივთი დაბრუნებას და ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

თანხის ანაზღაურება (შესაბამის შემთხვევაში)

დაბრუნებული ნივთის მიღებისა და შემოწმების შემდეგ, გაცნობებთ ინფორმაციას ანაზღაურების შესახებ. თუ ანაზღაურების პროცესი დადასტურდა, თანხა დაბრუნდება თქვენს მიერ გამოყენებული გადახდის მეთოდით 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

დაგვიკავშირდით:

თუ გაქვთ შეკითხვები ან გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:
(Email) vistviss@gmail.com
(IG) vistviss_brand
(FB) Vistviss • ვისთვისს